вторник, 21 июня 2016 г.

9 დღე

დღევანდელი დღე იყო  შეჯამება ინტელის პროექტის,რამაც დამანახა თუ რა სიღრმისეულ  ძიებასთან არის დაკავშირებული პროექტის შექმნის სტადიები.ინტელის პროგრამით ვისწავლეთ ბუკლეტის,რუბრიკის მომზადება,რაც დამეხმარება კვლიფიკაციის ამაღლებაში.
სასწავლო პროექტის მიზნის მიღწევაში ასევე დაგვეხმარა ტექნოლოგიები,რამაც უფრო საინტერესო გახადა ეს პროექტი. ასევე დღეს ვნახეთ ერთმანეთის პორტფოლიოები,განვიხილეთ ნამუშევრები და შევაჯამეთ.
ინტელის პროექტის გამოყენება ხელს შეუწყობს  მოსწავლეებში ინტერესი გაზრდას და მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან სასწავლო პროექტში.

понедельник, 20 июня 2016 г.

8 დღე

დღევანდელი დღე ეხებოდა ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.,ამით გავიგე თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეებს,სწავლების პროცესში. როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ,სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.  ავტვირთე დრაივზე ჩემი ნამუშევარი და  შევუცვალე ფონი. ვისწავლე თითოეულ  საქაღალდეებში  ინფორმაციის ჩაშენება. 

воскресенье, 19 июня 2016 г.

7 დღე

დღეს  ვიმუსავე მოსწავლეტა პროექტების შეფასებაზე. მოვახდინე არსებული რუბრიკის ადაპტირება. ასევე გავიგე ყველაზე მნიშვნელოვანი,როგორ დავგეგმო სასწავლო პროცესი ის რომ ყველა მოსწავლისთვის სახალისო და შედეგეანი აღმოჩნდეს. ამისთვის კი უნდა გავითვალისწინო ინდივიდუალი საჭიროებები, ცოდნის დონე და ინტელექტი.

суббота, 18 июня 2016 г.

6 მეექვსე

დღეს  მოვირგე მოსწავლის როლი,შევასრულე დავალება, რომელმაც დამანახა ის სირთულეები რაც დავალების შესრულებისას წამოეჭრება მოსწავლეს. მივხვდი რამდენად სიღრმისეულად უწევს მოსწავლეს პროექტის სწავლისას  საკითხის შესწავლა შეფასება,ანალიზი. ამ დავალებაზე მუშაობამ დამანახა  თუ რა როლს ასრულებს მოსწავლის მოტივაციიის ამაღლებაზე სწორად შერჩეული დავალება.ასევე გავიხსენე  power point ში მუშაობის პრინციპი.

пятница, 17 июня 2016 г.

5 დღე

დღეს გავეცანი ონლაინ საკომუნიკაციო ინსტრუმენტს  .რამაც კიდევ ერთხელ დამაფიქრა მის აუცილებლობაზე.მივხვდი რომ მოსწავლეები უფრო ჩართულები გახდებიან სასწავლო პროცესში. გავეცანი უკუკავშირის ფორმებს ,რომელიც მნიშვნელოვანი პროცესია სწავლა-სწავლებისთვის  და შედეგების გასაუმჯობესებლად. 

среда, 8 июня 2016 г.

დღე-3

დღეს დავიწყეთ  პროექტის  დაგეგმვა. მეგონა რთულად გასაკეთებელი იყო მაგრამ ამ ეტაპზე თავი მშვენივრად გავართვი. გავიგე პროექტის მონახაზი რასაც შევუსაბამე სტანდარტები და  მიზნები. ვფიქრობ ასეთი მიდგომა სწავლისად შეცვლის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.

воскресенье, 5 июня 2016 г.

დღე 2

მე დღეს მოვისინე პუბლიკაციის,გაზეთების,მიზნობრივი  მომზადების მეთოდი,რომელიც   მე დამეხმარება მოსწავლეები  ჩავრთო პუბლიკაციების,პროექტების მომზადებაში. ეს გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას,სასწვალო პროცესში .